ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ლ. მელიქიშვილი

ღირებულებისა და სიმბოლოების ეთნოლოგიური ასპექტები კონფლიქტურ საზოგადოებაში

პოლიეთნიკურ საზოგადოებაში (დუხობორები, სომხები, ქართველები) დაპირისპირებისას აშკარად გამოჩნდა, რომ ადამიანთა მთავარი მოთხოვნილება -არსებობისათვის ბრძოლა საფუძველია ყველა იმ ღირებულებათა ამოქმედებისა, რომლებიც წინა პლანზე წამოიწევს. ბრძოლა არსებობისათვის უკავშირდება რესურსების მოპოვებისა და ამდენად სამეურნეო გათავისების საკითხს, რაც თავისთავად მშობლიური მიწის, ტერიტორიის კუთვნილების საკითხს უპირველეს ღირებულებად აქცევს. სხვა ღირებულებები ექვემდებარება წამყვან, დომინანტ ღირებულებებს. დომინანტი ღირებულების უკეთ წარმოჩენისათვის ინსტრუმენტულ ღირებულებებში ხდება სიმბოლოების ჩართვა.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
სარცევი