სკვნილი აღმოსავლეთის ეკლესიაში შუა საუკუნეების ბერ-მონაზვნურ და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით უნდა გაჩენილიყო ადრეულ შუა საუკუნეებში იგი ლოცვების თვლის მარტივი იარაღიდან მარტიროლოგიური ვარდის, განსაკუთრებით კი წითელი ვარდის, გვირგვინს უნდა დაკავშირებოდა და მოწამებრივი ცხოვრების თეოლოგიური მნიშვნელობა გამოეხატა.
ასე რომ, სკვნილი არის ვარდის გვირგვინი, მარადიული ნეტარი სიცოცხლე, რომლითაც მორწმუნე ღვთისათვის სათნო ცხოვრებისათვის და მისი უწЪვეტი დამოწმებისათვის ჯილდოვდება.
ფსალმუნთა დასათვლელი 150 მარცვლიანი სკვნილი (ევროპაში როზარის სახელითაა ცნობილი), რომელიც აღმოსავლეთის ეკლესიაში ღვთისმშობელს უკავშირდება დასავლეთის ეკლესიამ განსაკუთრებით შეითვისა და განავითარა.