ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

რ. დაუშვილი

კავკასიის კონფედერაცია

კავკასიელ ემიგრანტთა დაახლოებასა და ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნაში დიდი როლი შეასრულა კავკასიის კონფედერაციამ. 1921 წ. 15 ივნისისს სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიის და საქართველოს წარმომადგენლებმა პარიზში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, 1924 წ. სტამბოლში შეიქმნა „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“. 1934 წ. ბრიუსელში ხელმოწერილ პაქტში ჩამოყალიბებული იყო კონფედერაციის საფუძვლები. არჩეულ კავკასიურ საბჭოს და მისი აღმასრულებელ პრეზიდიუმს ხელმძღვანელობა უნდა გაეწია კავკასიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის. 1936 წ. 25 სექტემბერს კავკასის კონფედერაციამ თურქესტანის და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, მოხსენება წარუდგინა ერთა ლიგას, 28 სექტემბერს _ მემორანდუმი და პაქტი. კავკასიელთა და საბჭოთა კავშირის ჩაგრულ ხალხთა ერთიანობამ და თანამშრომლობამ თავი იჩინა მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა მათ რიგებში აღმოჩნდნენ სომხებიც.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარცევი