ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

თ. იველაშვილი

სყიდვითი ქორწინება ქართული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

არსებული წერილობითი წყაროების, სპეციალური ლიტერატურისა და ეთნოგრაფიული მონაცემების ურთიერთშეჯერება საშუალებას გვაძლევს არ გავიზიაროთ ის შეხედულება, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობის სინამდვილეში სყიდვითი ქორწინების აშკარა გადმონაშთები თუ ანარეკლი არსებობდა. ჩვენს ხელთ არსებული მასალების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში საქმე გვაქვს არა სყიდვითი ქორწინების არსებობასთან, არამედ ქალის საკმაოდ მაღალ ქონებრივ_მემკვიდრეობასთან. საერთოდ, სყიდვითი ელმენტების გაჩენას საქორწინო ურთიერთობაში გარკვეული დროიდან ჰქონდა ადგილი. შესაძლებელია ზოგიერთ ხალხში ის სყიდვითი ქორწინების სახედ იქცა და ამგვარად მოქმედებდა, მაგრამ სავალდებულო არაა პარალელიზმის ძიებაში იგი ყველა ხალხზე გავავრცელოთ.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
სარცევი