ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ო. გოგოლიშვილი

ინგლისელები ბათუმში

(1918-1920)

1918 წლის დეკემბერში ბათუმის პორტში შემოვიდნენ ინგლისელები, თურქეთის ჯარმა კი დატოვა ბათუმი.

ბათუმის ოლქის სამართავად ინგლისელებმა შექმნეს საგენერალ-გუბერნატორო. გუბერნატორი გახდა კუკ-კოლისი. მან ბათუმის ოლქის ხელმძღვანელობა ჩააბარა "ბათუმის ოლქის მმართველთა საბჭოს" იურისტ მასლოვის ხელმძღვანელობით.

"ბათუმის ოლქის მმართველთა საბჭომ" გამოსცა რამდენიმე ბრძანება, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა. 1919 წლის აპრილში ინგლისელებთან უთანხმოების გამო ეს საბჭო დაითხოვეს.

ინგლისელების ბათუმში ყოფნის დროს გამძაფრდა პოლიტიკური დაპირისპირება სხვადასხვა ორიენტაციის პარტიებს შორის. განსაკუთრებით აქტიურობდა თურქული ორიენტაციის პარტია "სედაი მილეთი", სოციალ-დემოკრატები და სხვები. გახშირდა ტერორისტული აქტები, რომელსაც დაბნეულობა შეჰქონდა ინგლისელთა რიგებში. ტერორისტების მსხვერპლი შეიქმნა ბევრი ჩინოვნიკი და ოფიცერი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობდა დაებრუნებინა ბათუმის ოლქი და ამ მიმართულებით აწარმოებდა მოლაპარაკებას ინგლისელებთან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდებოდა.

ინგლისელებმა მხოლოდ 1920 წლის ივლისში გადასცეს საქართველოს ბათუმის ოლქი.

 

 
სარცევი