სტატიაში განხილულია გამოჩენილი ჩეხი მუსიკოსის და მომღერლის იოსებ რატილის დამსახურება ქართველი ერის წინაშე, იგი ათი წელი ხელმყღვანელობდა ლადო აღნიაშვილის მიერ შექმნილ ქართულ "ხოროს" - რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, რატილმა პირველად გადაიტანა ნოტებზე 30-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა და გადაარჩინა ისინი დაღუპვას.
იოსებ რატილის ცხოვრება და მოვაწეობა ქართველ და ჩეხ ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობათა ერთ-ერთი ნათელი ფურცელია.