სტატიაში განხილულია მკრთალი ობიექტების, კერძოდ რადიოწყაროების ზუსტი მდებარეობის ორიგინალური მეთოდი. მანამდე არსებულ საფეხურებიან მეთოდთან შედარებით, ახალი მეთოდი გაცილებით ეფექტურია და მომგებიანა, როგორც დაკვირვების ხანგრძლივობით ისე ლაბორატორიული დამუშავებით. იგი ორ-სამჯერ ამცირებს გაზომვის ხანგრძლივობას და ობიექტის ზუსტი მდებარეობის მიღებული შედეგები უკეთესი თუ არა უარესი არ არის. დღეისათვის, აღნიშნულ მეთოდს იყენებენ პულკოვოს, კიევის, ზვენიგოროდის, ტაშკენტის და სემეიზის ასტროფიზიკურ ობსერვატორიებში.