სტატიაში განხილულია ქართულ გვართა წარმოქმნის საკითხი. ყველაზე უფრო ხშირია –ძე და –შვილ აფიქსოიდებით ნაწარმოებ საკუთარ სახელთა სტრუქტურას, წარმოების დროს მათ თავისებურებებს. სახელის ფუძეზე აფიქსოიდების დართვისას ფუძესა და მაწარმოებელს შორის თანხმოვნისა და ხმოვნის შეერთებით მიიღება ბგერათა კომპლექსი, რომელიც განაპირობებს ახალი სახელის (გვარის) წარმოქმნას.
გამოვლენილია ენაში ამ კომპლექსების სიხშირე და ის კანონზომიერებები რომელთაც ადგილი აქვთ ქართული გვარების წარმოქმნისას მოცემული აფიქსოიდებით.