სტატია ეძღვნება ჩეჩნური ენის კონოტირებული ლექსიკის შესწავლას, რომელიც გამოიყენება ჩეჩნურ მხატვრულ ლიტერატურაში ექსპრესიის გამოსახატავად.
სტატიაში თანამიმდევრულად განხილულია კონოტაციის სხვადასხვა ფუნქციონალური სახეები: ემოციური და შეფასებითი, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან: ა) ემოციური - ემოციურ განცდათა სახეების მიხედვით (სიხარული, მრისხანება, აღფრთოვანება, შიში, აღშფოთება და ა.შ.); ბ) შედარებითი - დადებით-შედარებითი და უარყოფით-შედარებითი.