სტატიაში გაანალიზებულია ჩეჩნური სალიტერატურო ენის რთული ქვეწყობილი წინადადება. ავტორი ჩეჩნურ სალიტერატურო ენაში ჰიპოტაქსის არსებობის აზრს ემხრობა. ჩეჩნურ ენაში რთულ ქვეწყობილ წინადადებას განეკუთვნება არა მარტო ის კონსტრუქციები, სადაც მაერთებლად გვევლინება მაქვემდებარებელი კავშირები, არამედ სხვა მრავალი კონსტრუქცია, რომელთაც ადრე უკავშირო ეწოდებოდა, სადაც დაქვემდებარებული კავშირი გამოხატულია ფუნქტივით.