შრომაში წარმოდგენილია მითოლოგიური ამორძალების ეტიმოლოგია და წარმოშობა. როგორც ირკვევა, ამორძალები იყვნენ ამასიის ადგილობრივი მკვიდრნი. თვითონ ლექსემა.
ამაზონ|| ამაზუნი|| ამოზონი წარმოდგება ფესვისაგან ამას|| მას|| მაძ. ამ ძირში საწყისი ა'ს დაკარგვას მხარს უჭერს ქართველური ენის მონაცემებიც. ამაზონ'ში –ონ (უნ) მართლაც ძველისძველი ქართველური (მეგრულ-ჭანური ან ქართული) სიმრავლე-კრებითობის გამომხატველი ბოლოსართია. შდრ. ქართ. ბალი, მეგრ. ბულ-ი, აქედან: ბულ –ონ-ი "ბალნარი, ბლებიანი ადგილი". რაც შეეხება ძ||ზ მონაცვლეობას ამ სიტყვაში, ეს მოვლენაც დამახასიათებელია ქართველური ენებისა და მათი დიალექტებისათვის. რაც შეეხება ამორძალ ენთონიმს ამაზონ||ამაძონ||ამოძონ'ის ვარიაციულ სახეს, ისიც ქართული, კერძოდ, მეგრულ-ჭანური, (კოლხური, ზანური) წარმომავლობისა ჩანს. ამორძალი ამოსძალი ("ამოსელი", "ამოსიელი", "ამოზელი", "ამომოსელი"), რომელშიც -ალ წარმომავლობა-სადაურობის სუფიქსია (შდრ. მე-ეგრ-ელი მა-რგა-ლი), ხოლო რ განვითარებული ბგერაა ან ს ბგერას ჩანაცვლებული დიალექტური ვარიანტი: შდრ. ძვ. ქართ. სძე – ახ. ქართ. რძე.
ამრიგად, ამაზონ (||ამაზუნ || ამოზონ) || ამორძალ სამხრეთ საქართველოში შექმნილი ტერმინია, რომელიც მცირე აზიის (კაბადუკია – ჭანეთ – სამეგრესოს) გზით დამკვიდრებულა ქართულ ენაში.