რუსული და დაღესტნური ენების სტრუქტურაში გამოიყოფა მარტივი (არაწარმოებული) და დერივაციული ზმნები. მარტივი ზმნების სტრუქტურა შედგება ძირისა და აფიქსისაგან. დაღესტნურ ენებში ასეთ ფორმებს გააჩნიათ აგრეთვე კლასის პრეფიქსები. დერივაციული ზმნები იწარმოებიან სივრცითი პრეფიქსებით. დაღესტნურ ენებში უფრო ხშირია შედგენილი ზმნები. სტატიაში ასევე განხილულია შესადარებელი ენების ზმნური კატეგორიების მაწარმოებლები.