ქართველურ ენებში ტერმინის "შემოდგომა" აგების პრინციპმა ("სთველი||რთველი", "წილვა", "დამორჩილი") დაგვარწმუნა, რომ საერთოქართველური ცნობიერების სახელდების პრინციპისათვის ამოსავალი სამეურნეო საქმიანობაა. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს განმსაზღვრელი სვანური "ქამლიზрლ" - " ქამლიზალ"-ისაც, როცა "სახნავად, საერთოდ სამუშაოდ გასვლის დრო" იგულისხმება და არა ზამთრის გასვლისა, რადგან წლის დროთა სახელდების პრინციპში ორიენტირად "ზამთარი" არსად გვაქვს. პირიქით, ყველგან "ზაფხული" (ზაჲ-ფხ-ულ-ი - "წელი ცხელი") ფიგურირებს და სწორედ მისი დაყოფა ხდება კიდევ ორ სეზონად ("გაზაფხული" - სასოფლო-სამეურნო სამუშაოების დაწყების დრო და "სთველი||რთველი" - ყურძნის მოსავლის აღება). წლის დროთა დაყოფის ეს სახე ხეთურ სტრუქტურას თანხვდება.
ტერმინი "მუჟღжერ" და "შემოდეგი||შემოდგომა" კი მიღებულია ასტრონომიული ცოდნის საფუძველზე.