გამოვიდა ხანგრძლივი ლექსიკოლოგიური შრომის შედეგი. – სვანური ენის აკადემიური ლექსიკონი (ავტორები: ვ. თოფურია და მ. ქალდანი) ასრულდა ქართველოლოგთა ნატვრა. მაგრამ წარმოიშვა ახალი პრობლემა: რადგანაც ქართველოლოგთა შორის ცოტა თუ ფლობს სვანურს, გადაწყდა შექმნილიყო ინვერსიული ინდექსი ზემოთხსენებული ლექსიკონისა. სტატიაში მოცემულია ამ ინდექსის სტრუქტურის ანალიზი.