ხუნძური დამწერლობის ჩამოყალიბება ორი რელიგიის ისლამისა და ქრისტიანობის ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი დაკავშირებულია ქრისტიანობასთან და ქართული დამწერლობის გავრცელებასთან. ისლამის საბოლოო გამარჯვების შემდეგ არაბულმა დამწერლობამ მკვიდრად მოიკიდა ფეხი ჩრდილო კავკასიაში.