ლიტერატურა არის კულტურის პლასტი საერთო კულტუროლოგიური სიმბოლოებით და ამავე დროს კულტურული სახე სხვაობის სპეციალური ფორმებით. მსოფლიო ლიტერატურული პროცესისათვის დამახასიათებელი უნივერსალიების დაყოფა შესაძლებელია ორ ჯგუფად: მსგავსება ლიტერატუროსოფიის დონეზე - ლიტერატურის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა: თვით ლიტერატურული შემოქმედების შინაგანი კანონები; და ისტორიულ დონეზე არსებულ მსგავსებათა ასახვა კულტურასა და ხელოვნებაში: ერთი მხრივ, პრობლემათა ერთობლიობა რასაც განვითარების ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ხალხები აწყდებიან და მეორე მხრივ, ლიტერატურული უნივერსალიები, წარმოქმნილნი როგორც პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტების შედეგი. კულტურული, მეცნიერული, სახელმწიფოებრივი, ინდივიდუალური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ფართოვდება ერთი ხალხის კულტურის ელემენტების გადმოტანა მეორე ხალხის კულტურაში.
განსხვავებულ ისტორიულ პერიოდებში ლიტერატურის ფიგურატიულ-ვერბალური გამოხატულებას განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, რომელიც დამოკიდებული იყო ადამიანთა თვითშეგნებისა და ცივილიზაციის დონეზე, პრიმიტიული ფორმებიდან დაწყებული თანამედროვემდე. განვლილ იქნა გზა საწყისი, ზეპირი ნაციონალური შემოქმედების ფორმებიდან - მითებიდან, ლეგენდებიდან, მათთვის დამახასიათებელი მოკლე ფორმებიდან - ეპოსის კომპლექსურ ფორმებამდე, შემდგომში სხვადასხვა ჟანრების სამწერლობო ლიტერატურის ორივე მიმართულებამდე და ფიგურატიულ-ვერბალური დონის სხვადასხვა გამოხატულებამდე (ნატურალისტიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ.).