მედიცინა

გ. ასკერხანოვი, ს. ადელხანოვი

თრომბოლიტური თერაპია და თრომბექტომია მწვავე ვენური თრომბოზების დროს

ანალიზი ჩაუტარდა მძაფრი ილიოფემორალური ვენოზური თრომბოზით დაავადებულ 149 ავადმყოფს.

ანალიზი ჩაუტარდა მძაფრი ილიოფემორალური ვენოზური თრომბოზით დაავადებულ 149 ავადმყოფს.

პირველი ჯგუფის 41 ავადმყოფს ჩაუტარდა სტრეპტოკინაზის ინტრავენური ინფუზია (ივი), (ცელიაზი - საშუალოდ 100000 მე/სთ.) 2 დღე-ღამის განმავლობაში, წამლების სპეციალური დოზატორის (წსდ) საშაულებით.

მეორე ჯგუფის 22 ავადმყოფს მსგავსი მეთოდით ჩაუტარდა სტრეპტოკინაზის რეგიონალური ინფუზია (რი).

მესამე ჯგუფის 27 პაციენტს რი შეუთავსეს სამკურნალო ხსნარის პარავაზალურ ინსტალაციას (სხპი). სამკურნალო ხსნარი შედგებოდა ჰეპარინის (5000 ერთ.), ჰიდროკორტიზონის (50 ერთ.), ქიმოტრიფსინისა (10 მგრ) და 150 მლ ლიტრი 25%-ანი ნოვოკაინის ხსნარისაგან, რომელიც შეჰყავდათ ვენის თრომბირებული სეგმენტის პარავაზალურ უჯრედში (საავტ. უფლ. N119764).

მეოთხე ჯგუფის 15 ავადმყოფს სხპი შეუთავსეს სტრეპტოკინაზის ინტრათრომბულ ინფუზიას (ითი).

ითი-ს რეპოლიგლუკინ-სტრეპტოკინაზ-ჰეპარინის ხსნარის შეთავსებით სხპი -სთან მიიღწევა ეკზო და ენდოგენური თრომბოლიზის გააქტიურება, რაც თრომბოლიტური თერაპიის რეზულტატების (მაგისტრალური სისხლისმიწოდების აღდგენა ავადმყოფობის დასაწყისიდან 72 საათის განმავლობაში პაციენტთა 66,7%-ში. უფრო მოგვიანებით 4-7 დღე-ღამეში ნაწილობრივი თრომბოლიზისისა და რეკანალიზაციის მიღწევა რეგიონალური ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი აღდგენით) გაუმჯობესების საშუალებას იძლვა.

მწვავე ილიოფემორალური ვენური თრომბოზის ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა 44 ავადმყოფს.

ავადმყოფები ორ ჯგუფად გაანაწილეს: პირველი ჯგუფის 23 პაციენტს ჩაუტარდა ვენური თრომბექტომია აპრობირებული მეთოდიკის მიხედვით, ბალონური კათეტერის - “სევერის” გამოყენებით. მეორე ჯგუფის 21 ავადმყოფს ჩაუტარდა ოპერაცია ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდით.

რეტრომბოზების ქირურგიული მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემოთავაზებული მეოდი მნიშვნელოვნად ზრდის თრომბექტომიის ეფექტურობას.

 

სამედიცინო აკადემია
სარცევი