მთელ ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს ერი, რომელიც არ ცდილობდეს, რომ სათუთად არ მოეპყრას თავის კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება სრულყოფილი თუ ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შეხედულებანი ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ ჯეროვნად შესწავლილი და გამოცემული არ იქნა.
გამომდინარე Dდღევანდელი დღის აუცილებლობიდან, როდესაც ადგილი აქვს ღირებულებათა სრულ ნიველირებას, ამგვარი გამოცემა გადაუდებელ და საშურ ამოცანად გვესახება, რომელიც დიდი პოპულარობით ისარგებლებს არა მარტო მეცნიერთა წრეში, არამედ მკითხველთა ფართო ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.