წერილში მოკლედ არის გადმოცემული გამოჩენილი ოსი მკვლევრის, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერის ვასილ (ვასო) აბაევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ეტაპები. ვ. აბაევმა განუზომელი წვლილი შეიტანა როგორც საერთოდ ინდოევროპული, ისე განსაკუთრებით ოსური ენის ლინგვისტური პრობლემატიკის შესწავლაში. ამ მხრივ ფასდაუდებელია მისი "ოსური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი". ვ. აბაევი წარმატებით იკვლევდა ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებს (ნართების ეპოსი, "ვეფხისტყაოსანი"). ვ. აბაევი თავს თვლიდა ქართველი ენათმეცნიერების ნიკო მარის, აკაკი შანიძის. გიორგი ახვლედიანის მოწაფედ. იგი იყო ნიმუში ქართველი და ოსი ხალხის ჭეშმარიტი მეგობრობისა.