საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ და აზერბაიჯანის პარლამენტმა 1919 წლის 22-27 ივნისს მოახდინეს სამხედრო ხელშეკრულების რატიფიცირება. სოციალ-დემოკრატიულ და მუსავატურ პარტიებთან ერთად ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა ყველა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ. აღნიშნულ ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში.