ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

დ. მინდორაშვილი

ვახუშტი ბაგრატიონის ერთი ცნობის დაზუსტებისათვის

ვახუშტი ბაგრატიონი ისტორიული ხევის ტერიტორიის აღწერისას (ამჟამად ყაზბეგის რაიონი) მდ. ტერეკის (არაგვი) მარჯვენა ნაპირზე, აღნიშნავდა შემდეგ პუნქტებს: "დავითის ციხეს", "დარიელას", და "მეფეთა ნასასახლევს". ავტორი თვლის, რომ "დავითის ციხე" სხვა არაფერია თუ არა ცნობილი დარიალის ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს იქვე სადაც "დავითის ციხე", ოღონდ მდ. ტერეკის მარცხენა ნაპირზე. "დარიელა" შეიძლება გავაიგივოთ მძლავრ თავდაცვით კედელთან, რომელიც აშენებულია მდ. ტერეკის მარცხენა ნაპირზე, დარიალის ციხის ჩრდილოეთით. რაც შეეხება მეფეთა ნასასახლევს, იგი შეიძლება ლოკალიზირდეს ჩმის მახლობლად.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი
სარცევი