პოლიტოლოგია

ჰ. კუპრაშვილი, კ. ოდიშარია, თ. შარაშენიძე

საინფორმაციო ანალიზირება და პროგნოზირება მართვის პროცესში

საინფორმაციო ანალიზირებისა და პროგნოზირების ორგინალური ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს (ეუს) სტრატეგიული ანალიზისა და გლობალური მოდელირების ავტომატიზებულ სისტემა <დიდგორის> პროექტირებისა და ფორმირებისას. მის სრულყოფას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სახელმწიფო ხელისუფლების ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის ნაწილში (პროგრამულ მოდულში), კერძოდ, სისტემა <დიდგორის> გადასაწყვეტ ამოცანათა მოთხოვნების ჩამოყალიბების, დასაგროვებელი და დასამუშავებელი ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კოდირების სისტემის ფორმირების, გამოყენებული უნიფიცირებული დოკუმენტების ფორმათა შექმნისა და ინფორმაციულ საცნობარო-გამოთვლითი და ინფორმაციულ-ანალიზური პროცესების ავტომატიზების დროს.

<დიდგორის> ფუნქციური სისტემა (სპეცმოთხოვნებიდან გამომდინარე, ლაპარაკია მხოლოდ <დიდგორის> ცალკეულ ასპექტზე, ისიც ნაწილობრივ) მოიცავს: ინფორმაციული ბაზის ფორმირების (ინფორმაციის მიღება, დამუშავება, დაცვა), ინფორმაციული უზრუნველყოფის, მონაცემებისა და ინფორმაციის მიმოცვლის, გადაწყვეტილებათა მიღების, მიღებულ გადაწყვეტილებათა დაყვანისა და კონტროლის და სხვა სისტემებს. ფუნქციური სტრუქტურა კი ხასიათდება ავტომატიზაციის რამდენიმე დონით, მაგალითად, ერთ-ერთი დონემ - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს გლობალური სტრატეგიული ინფორმაციის გამომუშავება (ანალიზური გამოკვლევა, ვითარების შეფასება, გამომუშავებული გადაწყვეტილების პროგნოზირება) ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის (სისტემის უმაღლესი დონე) მიერ გადაწყვეტილებათა ოპერატიული მიღების უზრუნველსაყოფად და სხვ.

ეუს-ს მონაცემთა ბაზების საფუძველი - ინფორმაციული უზრუნველყოფის ერთიანი ბადე ხასიათდება რამდენიმეგანზომილებიანი ვექტორით: ინფორმაციის მიმწოდებელთა, გადასაწყვეტი ამოცანების (პრობლემების), ექსპერტთა კლასები და სხვ.

...

 

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი