ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

გ. ჩხაიძე

გუსტავ რადე – კავკასიური მუზეუმის დამაარსებელი

1865 წელს დაფუძნდა მუზეუმი, რომელსაც საზოგადოებაში “კავკასიურ მუზეუმს” უწოდებდნენ. მისი შექმნა დაკავშირებული იყო ცნობილ ბუნებისმეტყველ და ეთნოგრაფ გუსტავ ივანეს-ძე რადეს სახელთან.

წარმოშობით გერმანელი გუსტავ (იოჰან) რადე დაიბადა სკოლის მასწავლებლის ოჯახში, 1831 წლის 15 ნოემბერს ქალაქ დანცინგში (ახლანდელი გდანსკი). იმ ქალაქში, რომელიც ყოველთვის იყო განხეთქილების საგანი გერმანიასა და პოლონეთს შორის. 1789 წლიდან იგი გერმანიას ეკუთვნოდა. ბავშვობა გ. რადემ პრუსიაში გაატარა, მამამისი ივანე რადე ბუნებისმეტყველებას ასწავლიდა ტინგენგოფის სკოლაში. Gგუსტავ რადემ შრომითი საქმიანობა ადრინდელი ასაკიდან დაიწყო. იგი პროვიზორის თანაშემწედ მუშაობდა დანცინგის ერთერთ აფთიაქში და ოცნებობდა ფარმაცევტის სპეციალობაზე ჩაებარებინა გამოცდები ბერლინში. მას თავიდანვე იტაცებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

50-იან წლებში პროფესორების ა. მენგესა და კ. კუმის რეკომენდაციით გ. რადეს ყურადღება მიაქცია დანცინგის საბუნებისმეტყველო საზოგადოებამ, რომელმაც შესთავაზა მას საბუნებისმეტყველო კოლექციების შეგროვების მიზნით სამხრეთ რუსეთში გამგზავრება. რუსეთის კონსულმა ფონ ადელუნგმა ამ მგზავრობისთვის მოუხერხა პასპორტი და გამოუყო 200 მანეთი. გ. რადეც დათანხმდა ამ წინადადებას და თავგადასავლების მოყვარულმა 21 წლის ახალგაზრდამ გალიციის გავლით 1852 წლის ზამთარში გადაკვათა რუსეთის საზღვარი და ყირიმში ჩავიდა.ყირიმში იგი დაბინავდა ალუპკის მახლობლად მუხალატკას ციხედარბაზში შატილოვების მამულ - ტამაკში, რომელიც მდებარეობდა სივაშის პირას სიმფეროპოლიდან 100კმ-ში. ახლომდებარე რაიონებიდან მოძიებითი სამუშაოების შემდეგ შეგროვილი ბოტანიკური მასალებით, შატილოვების თხოვნით გ. რადემ მოაწყო პატარა მუზეუმი.

 

ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
სარჩევი