მარტვილის მონასტერი სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა დასავლეთ საქართველოში. ღმრთისმშობლის ეკლესიის მთავარი ტაძარი გვიანი დროის კედლის მხატვრობის (XIV-XVII ს.ს.) ფენებთან ერთად განვითარებული შუა საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტებსაც წარმოადგენს.
სცენა, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ხელოვნებაში ძალზე იშვიათი იყო, ხოლო საქართველოში მისი პოპულარობა XIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა (ოზაანი, უბისის წმ. გიორგის ხატის ველი), "გაქრა" ქართული ხელოვნების იკონოგრაფიული რეპერტუარიდან პალეოლოგოსთა სტილის დამკვიდრებასთან ერთად.