ენათმეცნიერება

ს. მელიქიძე

CVC კომპლექსები ონომასტიკასა და ცნებით ლექსიკაში

როგორც ცნობილია, ონომასტიკური კვლევა ქართულ ენათმეცნიერებაში შედარებით ახალია და მისი შესწავლა უამრავ საინტერესო საკითხს წარმოაჩენს. ონომასტიკა ლექსიკოლოგიის განშტოებაა და ლექსიკოლოგიაში მიღებული ყველა შედეგი, ბუნებრივია, ონომასტიკისთვისაც საერთო უნდა იყოს, რადგან ენის ლექსიკური ფონდი შედგება როგორც ცნებითი, ასევე ონომასტიკური (მაორიენტირებელი) ლექსიკისაგან. თუ კი ჩვენ ცალ-ცალკე განვიხილავთ ონომასტიკურ და ცნებით ლექსიკას და შევუდარებთ ერთმანეთს, საკმაოდ ხელშესახებ განსხვავებებს მივიღებთ.

ამჯერად წარმოვადგენთ ბაგისმიერ ბფპ,მვ და წინაენისმიერ დტთ, ძცწ, ჯჩჭ და გქკ,ყ ხშულთა მიერ შედგენილ სამწევრა (CVC) ვოკალიზებულ კომპლექსებს (ერთი მორფემის ფარგლებში), როცა კომპლექსის თავკიდურად (ანლაუტში) ყოველთვის დგას რთული ბგერა, ე.წ. აფრიკატი: ძცწ, ჯჩჭ. მით უფრო საინტერესოა ეს, რადგან საკუთრივ აფრიკატებით და, საერთოდ, ხშულებით შედგენილი ვოკალიზებული კომპლექსები ცნებით ლექსიკაში მინიმალურია.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი