კავკასიის კალენდარი წარმოაგენს სხვადასხვა სახის ცნობათა კრებულს. საზოგადოებრივი და სამეცნიერო ცხოვრების სხვა და სხვა დარგში. ფაქტობრივად ეს არის კავკასიის მატიანე 1846 წლიდან 1917 წლამდე. მასში შეხვდებით რელიგიური, სტატისტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სხვა ხასიათის ცნობებს. მეტად საინტერესოა მონაცემები კავკასიურ ენათა შესახებ. ამ თვალსაზრისით უნდა გამოიყოს ა. ბერჟესა და პ. ზაგურსკის მიერ კავკასიელი ხალხის, კავკასიურ ენათა გავრცელებისა და კლასიფიკაციის შესახებ.