სტატია ეძღვნება პოეტურ ედასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, კერძოდ ხევსურეთსა და ფშავში გავრცელებულ ტრადიციას სწორფრობა/წაწლობას შორის არსებული ზოგიერთი მსგავსების ანალიზს. კვლევის ღერძს წარმოადგენს საქორწილო სარეცელზე სიგურთ-ბრინჰილდას უჩვეულო ქცევისა და სწორფრობის საფუძველში ჩადებული ქალ-ვაჟის ურთიერთობის ანალიზი. სტატიას სინათლეზე გამოაქვს სკანდინავური მოდელის ქართველური წარმოშობა, რომელიც დამატებითი ლინგვო-კულტურული ხასიათის ფაქტებით არის გაძლიერებული.
შორეული წარსულის უკვდავ ლიტერატურულ ძეგლთა (შუმერული მითე-ბი, ილიადა, ოდისეა და სხვ.) ანონიმურობა კარგად ცნობილი ფაქტია. უხსო-ვარ დროთა ეს განუმეორებელი მარგალიტები მხოლოდ ეროვნულობის ბეჭდით არის აღბეჭდილი, თუმცა როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, შესაძლოა, ესეც კი განსხვავებული ეთნიკური სუბსტრატის საკუთრებას წარმოადგენდეს (გავიხ-სენოთ თუნდაც აქადური მითოლოგიის მაგალითი).