პედაგოგიკა

ე. მჭედლიშვილი

ისტორია-რელიგიის საგანთაშორისი კავშირი და მისი გამოყენება მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის პროცესში

თანამდეროვე პირობებში საგანთაშორის კავშირებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია საგნები ისწავლება ცალ-ცალკე, მაგრამ პედაგოგიური პროცესი რა თქმა უნდა ერთიანი და უწყვეტია, რათა სწორად წარიმართოს მოსწავლეთა აღზრდა, სწავლება და განვითარება. საგანთაშორის კავშირებზე მრავალ გამოჩენილ პედაგოგს აქვს დადებითი მოსაზრება გამოთქმული, მათ შორის ყველაზე სრული ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დასაბუთება მოგვცა კ.დ. უშინსკიმ. მას მიაჩნია, რომ: "თავი ავსებული არასრული, უკავშირო ცოდნით, ემსგავსება საწყობს, რომელშიც ყველაფერი უწესრიგოდაა დალაგებული და სადაც თვით მეპატრონეც კი ვერაფერს გამოძებნის".

ისტორიის სასწავლო კურსი მოსწავლეებს აძლევს ცოდნას არა მარტო წარსულში მომხდარი ფაქტების, მოვლენების, არსებულ სახელმწიფოთა და პიროვნებათა შესახებ, არამედ შეხედულებასა და ზოგად ცოდნას გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების, ეთნოგრაფიის, ლიტერატურის, რელიგიის და სხვათა შესახებ. ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელის კავშირის გამოვლენა გვაინტერესებს ისტორიის სწავლებისას. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის გაკვეთილებზე რელიგიის მონაცემებთან შეხება ასე თუ ისე თიტქმის ყოველთვის ხორციელდებოდა, ანუ მათ შორის კავშირი პრაქტიკულად (თუმცა გაუცნობიერებლად) ხდებოდა კიდეც, მაგრამ თეორიულად ეს საკითხი თითქმის დაუმუშავებელია.

...

 

ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ
მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი
სარჩევი