პედაგოგიკა

მ. მამფორია

თვალსაჩინო მაგალითის პედაგოგიური როლი უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ზნეობრივ აღზრდაში

რობერტ ოუენის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღზრდა ქვეყნად არსებული ყოველი სიკეთისა და ბოროტების, უბედურებისა და ბედნიერების პირველწყაროა. ბელისნკის მიხედვით კი "აღზრდა დიდი ძალაა, იგი წყვეტს ადამიანის ბედს". თაგორის აზრით, "კაცობრიობის ყველა პრობლემამ აღზრდაში უნდა ჰპოვოს გადაწყვეტა". "ყველაფერი ის, რაც არ გაგვაჩნია დაბადებისას, მოგვცა აღზრდამ" – აცხადებს ჟან-ჟაკ რუსო

მომავალი თაობის აღზრდა ყოველი წინა თაობის საზრუნავია. ამიტომ არის ის მარადიული. "იგი იარსებებს მანამ, ვიდრე კაცობრიობა არსებობს. აღზრდა იყო, არის და იქნება საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი, რადგან აღზრდა ადამიანისეულია, პიროვნებასთანაა დაკავშირებული, ხოლო საზოგადოებას პიროვნებები ქმნიან". როგორც ცნობილია, საზოგადოების მიმართულებას თვით საზოგადოების წევრები განსაზღვრავენ. მათი განათლების დონე, მსოფლმხედველობა, მრწამსი, ცხოვრებისეული პოზიცია, იდეალი, გემოვნება, სურვილი და მისწრაფებები განაპირობებენ საზოგადოების ხასიათს, მის წინსვლასა და განვითარებას.

...

 

 
სარჩევი