ადამიანის ორგანიზმი ევოლუციის პროცესში შეგუებულია რადიაციის ბუნებრივ ფონს, იგი არ ავნებს მას პირიქით საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. არ არსებობს რაიმე ობიექტური საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ გარემოს ნორმალური რადიაციის ფონი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი გარემოდან გაცილებით მეტ რადიაციას ღებულობს ვიდრე, ამას მისი ორგანიზმია შეგუებული. ეს კი დაკავშირებულია უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგში მაიონიზირებელი გამოსხივების ფართოდ გამოყენებასთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პერსპექტივაში ატომური ენერგიისა და მაინიზერებელი გამოსხივების წყაროების დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა დარგები თანდათანობით იზრდება. მას თან ახლავს იმ კონტიგენტის რაოდენობის ზრდა, რომელიც პროფესიულად კავშირშია იმ წყაროებთან რაც იწვევს დასხივებული მოსახლეობის რაოდენობის ზრდას.
მაგალითად, საქართველოში რენტგენოლოგიური გამოკვლევის რაოდენობა 1000 მოსახლეზე 678-ს შეადგენს, ხოლო ეფექტური დოზა, ერთ ადამიანზე 0.9 მოლიზივერტი წელიწადში "მლზვ/წ." მოსახლეობის დასხივების ეფექტური დოზა ძირითადად ფორმირდება გაშუქებით, გადაღებით და ფლუოროგრაფიით.
ამრიგად საქართველოში რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურებით ფორმირებული პაციენტის დასხივების დოზა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან იგი თითქმის უტოლდება ბუნებრივი რადიაციული ფონის საშუალო მაჩვენებელს (1მლზვ/წ.).