დროის დიდ მონაკვეთში იწერებოდა ნარკოტიკების ისტორია.
ადამიანები ყოველ კულტურასა და ცივილიზაციაში მიმართავდნენ მაგიურ მცენარეებს, მაგრამ არა საკვებად!
ისტორიამ აჩვენა, რომ მაგიურ მცენარეთა ხმარება მუდმივად დაკავშირებულია ხალხთა კულტურებთან და მათი ტრადიციებიდან გამომდინარე სუბიექტურობასა და რწმენებთან, არაიშვიათად, დიამეტრალურად საწინააღმდეგო ეფექტით.
იგივე ისტორიის დასრუტით როგორიც არ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკი მცენარეული თუ სინთეზური, მამაპაპისეული თუ მოდური, ინექცია თუ მედიკამენტი, დამამშვიდებელი თუ აღმგზნები, იგი არასდროს ყოფილა ნეიტრალური.
ადამიანის სულის, გონებისა და მოძრაობის გარდამქმნელის ნარკოტიკის მოხმარებას ყოველთვის განსაზღვრავდა დრო და სივრცე!