შუა კასპიის დასავლეთ ნაწილში ზუთხისა და თართის ნორჩი პოპულაციიის კვების სადღეღამისო რეჟიმი უწყვეტია, თუმცა ინტენსივობა ცვალებადია და არაა დამოკიდებული განათებაზე. ნორჩი ზუთხების კვების რეჟიმში შეინშნება ორი მაქსიმუმი – 6 საათსა და 24 საათზე, თართების კვებაში კი – 11 საათსა და ღამის 2 საათზე.
ნორჩი ზუთხისა და თართის სადღეღამისო რაციონი იცვლება სეზონების მიხედვით. ზუთხებსა აქვთ ტენდენცია რაციონის შემცირებისა მათ ზრდასთან ერთად ივნისიდან (მასის 21,72%) ოტომბრამდე (მასის 2,83%), თართის რაციონი შესაბამისად იცვლება 23,29%-დან 4,2%-მდე. ამასთან. ენერგეტიკულ ცვლილებებზე ზუთხი ხარჯავს 0,20%-დან 3,57%-მდე, ხოლო თართი 0,15%-დან 1,89%-მდე. პლასტიკურ ცვლილებებზე კი (იხტიომასის ნამატი) ზუთხებში აღწევს 0.46%-დან 6,43%-მდე. თართებში შესაბამისად მასის 0.29%-დან 2,4% მდე.