ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

მ. მიქაძე

სამცხე-ჯავახეთის მუსლიმანთა ერთი თავისებურებისათვის

ერთი ადამიანის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა გვხვდება ჯერ კიდევ კაცობრიობის წარმოშობის საწყის ეტაპზე, რამაც საზოგადოებას დიდი თავსატეხი გაუჩინა. კაცობრიობა ვითარდებოდა პროგრესის გზით, წინ მიიწევდა და უფრო მაღალ საფეხურზე ადიოდა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები კი არ კლებულობდა, არამედ კიდევ უფრო იზრდებოდა. ამას მოწმობს (თუ არ მივიღებთ მხედველობაში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ინდივიდუალურ ფაქტებს) ის მრავალრიცხოვთანი ომები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სზორედ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა დაუდო საფუძველი სისხლის აღების ინსტიტუტს, რასაც, თავის მხრივ, მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზოგიერთ ხალხში ეს ადათი დღესაც ძალაშია.

პირველყოფილ ადამიანებში თუმცა სჭარბობდა ველური ინსტიქტი, სახოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად მაინც ზღუდავდა ადამიანის საწინააღმდეგო ქმედებას. იმდრიონდელ საზოგადოებაშიც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიბრძნითა და გამოცდილებით სხვებისაგან გამოირჩეოდნენ და თავიანთი ავტორიტეტით გავლენას ახდენდნენ საქმის ვითარებაზე, ე.ი. მათი მეშვეობით ხორციელდებოდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც ითვალისწინებდა ადამიანის დაცვას სიცოცხლის ხელყოფისაგან. ასეთი ტრადიციები საზოგადოების წევრებს ზრდიდა ჰუმანიზმის სულისკვეთებით და არწმუნებდა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა რომ შეზღუდულიყო მკვლელობების რიცხვი, თუმც მათ არსებობას ვერ სპობდა.

ძვველი საზოგადოების კაცთმოძულე ტრადიციები XIX-XX საუკუნეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, ამ პერიოდში მომხდარმა ომებმა მილიონობით ადამიანის სიცოცლე შეიწირა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სარჩევი