სამეცნიერო სტატიაში განხილულია სახელმწიფოს თეოკრატიული კონცეფციის არსი, ხასიათი და თავისებურებანი.
სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უძველესია თეოკრატიული კონცეფცია. თეოკრატიული თეორიის თანახმად, სამყაროში ყოველივე არსებულის შემქმნელი, მათ შორის, სახელმწიფოსიც, ღმერთია. სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ძალაუფლება ღვთიური შარავახნდედითაა მოსილი. ნაშრომში ანალიზდება იდეა სხვადასხვა კონფესიაში ხელისუფლების წარმოშობის შესახებ.