ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

თ. კუბლაშვილი.

XX საუკუნის პირველ მეოთხედში დადებული ზოგიერთი ზავის შესახებ

XX საუკუნის პირველი მეოთხედი კაცობრიობის ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც დღის წესრიგში დადგა მცირერიცხოვანი ერების ეროვნული თვითგამორკვევის საკითხი.

"XX საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმის ევოლუციის შედეგად მსოფლიოს ასპარეზზე გამოჩნდა ეკონომიკურად განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოების ჯგუფი, რომელთა შორის მწვავე ბრძოლა გაჩაღდა მსოფლიოს ეკონომიკური და ტერიტორიული განაწილებისა და გადანაწილებისათვის.

ასეთ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, ზოგიერთ მცირერიცხოვან ერს, მაგალითად, ქართველებს ხელსაყრელი დრო დაუდგათ ებრძოლათ დამოუკიდებლობისათვის, რადგან ეს იყო ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა. ამის პარალელურად კი, ბუნებრივია, ახლოვდებოდა ისეთი დიდი იმპერიების ნგრევა, როგორიც იყო ოსმალეთი, რუსეთი, ავსტრია და სხვა.

საქართველო უხსოვარი დროიდან იმ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელსაც ბევრი ქრისტიანი თუ მუსლიმი თავდამსხმელი ჰყავდა. ჩვენი ქვეყნის "გეოგრაფიული მდებარეობა ევროპა-აზიის გზა-კვანძზე - ათასწლეულთა მანძილზე იყო მიზეზი განუწყვეტელი შემოსევებისა ყოველის მხრიდან; ოდითგან იყო და არის ისტორიული ბედისწერა თუ ბედი ქართველთა".

...

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი