სტატიაში "მეხსიერება" კოტე მახარაძე აანალიზებდა ადამიანის ემოციონალურ მეხსიერებას. მსახიობის მეხსიერება აუცილებელი კომპონენტია სცენიური და მხატვრული სახის შექმნის პროცესში. იგი ამოქმედებულია იმ დროს, როდესაც მხატვარი ინტერპრეტაციის პროცესში არის ჩართული, მისი ფსიქო-ფიზიოლოგიური აპარატი მოქმედებს ექსტრემალურ, დაძაბულ სიატუაციაში. ამ დროს მხატვარს აინტერესებს არა მარტო თავისი შინაგანი პროცესი. მისი ყურადღება კონცენტრირებულია პარტნიორზე, სცენიურ გარემოზე.
ამ გაგებით აღმოჩენა არის ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული დამახსოვრების გზა: სტრუქტურირება, დაჯგუფება სისტემატიზაცია.