კოტე მახარაძე ზედმიწევნით სწავლობდა და აანალიზებდა სცენიური ხელოვნების კონპონენეტებს. ამაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც წავიკითხეთ მისი სტატია ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება" (1987 წ.)
სტატიაში კ. მახარაძე მსჯელობს ლოგიკური პაუზის შესახებ, აჯგუფებს სიტყვებს მნიშვნელობის მიხედვით და ადგენს სამეტყველო რგოლებს. როგორც ცნობილია ლოგიკური პაუზა მოძრავია. მისი უადგილო ან სწორი გადატანა მნიშვნელოვნად ცვლის ფრაზის შინაარსს.
სცენიური ცხოვრების ფუნდამენტი სწორად წამოყენებული სცენიური ამოცანაა. მისი "კაპრიზის" მიხედვით უნდა განისაზღვროს ყველა ლოგიკური პაუზა და წერტილი. ეს არის უმნიშვნელოვანესი იმპულსი სცენიური მოქმედების სწორედ გასააზრებლად.