ნამუშევარი ეძღვნება თვითნასწავლი მხატვრის გიგო ზაზიაშვილის ცხოვრებას. მხატვრობის სიყვარულმა, ტალანტმა და შრომისმოყვარეობამ იგი მე-19-20 საუკუნის წამყვანი ინტელიგენციის განუყოფელ ნაწილად აქცია. სტატიაში განხილულია აქამდე შეუსწავლელი ასპექტი ზაზიაშვილის შემოქმედებაში-საეკლესიო მხატვრობა. მის მიერ შესრულებული ფრესკები წმინდა ნიკოლოზისა (თბილისი) და ღვთისმშობლის მიძინების (შიო მღვიმე) ეკლესიებში, მხატვრის შემოქმედებით პორტრეტს ახალი შტრიხებით ავსებენ, ავლენენ ტენდენციებს და მიდგომებს, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ საეკლესი მხატვრობას ახასიათებდა.