ენათმეცნიერება

ნ. სეხნიაშვილი

balta değmedik orman "ტყე, რომელსაც ნაჯახი არ შეჰხებია" ტიპის მიმღეობური კონსტრუქციები თურქულში

თურქულ ენაში გვაქვს -(y)An, -(V)r, -mIş, -(y)AcAk, -DIk აფიქსებით ნაწარმოები მიმღეობები. მათ წინადადებაში გავრცობილი პრედიკატული განსაზღვრების სინტაქსური ფუნქცია აქვთ. მიმღეობისაგან წარმოებული გავრცობილი პრედიკატული განსაზღვრების საზღვრული მიმღეობის მიერ გამოხატული მოქმედების სუბიექტია (annesine mektup yazan öğrenci "მოსწავლე, რომელიც დედას წერილს წერს"; akar su "გამდინარე წყალი"; pişmiş ekmek "გამომცხვარი პური"; kalkacak tren "მატარებელი, რომელიც დაიძვრება").

როდესაც მიმღეობის საზღვრული მოქმედების ობიექტს გამოხატავს ზმნა ჩვეულებრივ დგება ვნებით გვარში (annesine öğrenci tarafından yazılan mektup "მოსწავლის მიერ დედისათვის გაგზავნილი წერილი").

გვხვდება კონსტრუქციები, რომლებშიც გარდაუვალი ზმნისაგან ნაწარმოები მიმღეობის პოსტპოზიციაში ანუ საზღვრულის პოზიციაში ადგილის ან დროის გამომხატველი სიტყვაა, ხოლო პრეპოზიციაში კი - ამ მიმღეობით გამოხატული მოქმედების სუბიექტი. ამ შემთხვევაში მიმღეობა, ჩვეულებრივ, გარდაუვალი ზმნისაგან არის ნაწარმოები (იშვიათია გარდამავალი ზმნებისაგან - მაგ.: basmak, sьrmek, geзmek, vurmak - წარმოებული მიმღეობები).

...

 

თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
სარჩევი