ახალი მეთოდით აგებული არამშობლიური ენის დაწყებითი სახელმძღვანელო სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის: ა) მას სცილდება წინასწარი ზეპირი კურსი სამეტყველო ქმედებათა ერთდროულად სწავლებასთან დაკავშირებით; ბ) ძირითად ნაწილში იგი ერთენოვანია, რაც აძლიერებს ენისა და მეტყველების ერთეულების ინტუიციურად დამახსოვრების უნარს.