სტატიაში წარმოდგენილია ანალიზი, ერთი მხრივ სულხან-საბა ორბელიანის ჵსიბრძნე სიცრუისასჵ არაკების მთქმელთა რიტმულ-თანამიმდევრობითი მონაცვლეობა, მეორე მხრივ ამ არაკთა პერსონაჟებზე განაწილებისა. ამგვარი ანალიზი გამოავლენს იმ საგანგებო კომპოზიციურ ფუნქციას, რომლის მეოხებითაც წარმოჩნდება როგორც ნაწარმოების იგავურ სახე-პერსონაჟთა პოლარიზების წარმმართველი მოტივი, ასევე თავად ავტორის საბოლოო არჩევანი: ერთობით შეკრული ჯანსაღი სულიერება ქრისტიანულია არსით, შინაარსითაც და სულისკვეთებითაც.