ლიტერატურა

ნ. მაჭარაშვილი

"არტისტული გადატრიალება"

ოთარ ჩხეიძე თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით მჭიდრიდაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოს ბედუკუღმართ წარსულთან, მატიანესთან, რომელიც მდიდარ საუჟეტურ მასალებს აწვდის მწერალს.

რომანში "არტისტული გადატრიალება" ასახულია აწ უკვე გარდასული XX საუკუნის 90-იანი წლები, ეპოქა, რომელიც დღეს ისტორიის კუთვნილებადაა ქცეული, პარადოქსული მოვლენების დეკადა, რომელიც დღესაც უამრავ კითხვას ბადებს. მას მხოლოდ დრომ შეიძლება გასცეს პასუხი. დრომ და მწერალმა, რომელსაც ძალუძს ღრმად ჩასწვდეს საკუთარი ერის ფსიქოლოგიას და ახსნა მოუძებნის იმ საბედისწერო შეცდომებს, ქვეყანა სავალალო შედეგამდე რომ მიჰყავთ.

ოთარ ჩხეიძე, როგორც ყოველი ჩვენგანი რეალური მომსწრეა იმ სისხლიანი დღეებისა 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის ზამთრის პირველ კვირას რომ განვითარდა თბილისში.

"ისტორია ულმობელია" – ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევს აღნიშნულ რომანს.

"არტისტული გადატრიალება" – 1994 წელს გამოიცა და დიდი ინტერესით მიიღო მკითველმა, საზოგადოებამ. საქართველოს რადიომ რამდენიმე გადაცემაც მიუძღვნა. მსახიობმა გოგა გორგასანიძემ რადიოს ეთერში გააცოცხლა რომანის პერსონაჟები და ის გარემო, 90-იან წლებში რომ სუფევდა დედაქალაქში.

ბევრმა ოპონენტმა რომანი პოლიტიკური ნიშნით შეაფასა და ავტორი სიმართლის არაობიექტურად ასახვაში ამხილა.ოთარ ჩხეიძის "არტისტული გადატრიალება" მიუხედავად ავტორის სატირულ-ირონიული დრამაა და ტრაგედია ქარველი ერისა. უახლესი ისტორიის მტვერწაუყრელი ფურცლები კამათსა და განსჯას რომ იწვევს ჯერ კიდევ.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი