ლიტერატურა

ქ. ტატიშვილი

ნეოფიტე ურბნელის ანტონ I კათალიკოსისეული განგება

ანტონ I კათოლიკოსის სადღესასწაულოში ქართველი წმინდანები თითქმის სრულად არიან წარმოდგენილნი. ანტონმა გამოიყენა უკვე არსებული განგებანი და შემდეგ დაუმატა თავის მიერ შედგენილნი. მანვე შეადგინა იმ წმინდანების განგებაც, რომლებზე მასალაც მხოლოდ ორიოდე მცირე ფორმის საგალობლით იყო წარმოდგენილი (მაგ.: გრიგოლ ხანძთელზე), ანდა წმინდანის ხსენება კი იყო დაწესებული, მაგრამ არავითარი ლიტურგიკული მასალა მასზე არ არსებობდა (მაგ.: დავით აღმაშენებელზე). და ბოლოს, ანტონმა შეადგინა განგება ისეთი ქართველი წმინდანისა, რომლის ხსენების დღეც მანამდე საერთოდ არ იყო დაწესებული. ასეთი წმინდანია ნეოფიტე ურბნელი.

ადრეული პერიოდიდან ერთადერთი წყარო, სადაც ნეოფიტე ურბნელის სახელი გვხვდება, არის “თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ, რომელი ესე სხუათა მიერ აღწერილი ადგილ-ადგილ ერთად შემოკრიბა ბასილი კათალიკოსმან, ძემან დიდისა პატრიკისა ვაჩესმან”, რომელიც გამომცემლის, ილია აბულაძის, თქმით, მხოლოდ XVIII ს-ის ხელნაწერებით არის ცნობილი. ილია აბულაძემ ეს თხზულება ორი ხელნაწერის (H 1371 და S4621) მიხედვით გამოსცა.

ამ თხზულებაში მოხსენიებული ისტორიული პირების (ხალიფა ამირ-მუმნი და ქართლის კათოლიკოსი სამოელი) მიხედვით ივარაუდება, რომ ნეოფიტეს მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული IX საუკუნის II ნახევარში მომხდარა.

...

 

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი
სარჩევი