ფსიქოლოგია

მ. მესტვირიშვილი

კრიზისული სიტუაციის დაძლევის სტრატეგიები და კოგნიტური დისონანსი

ადამიანები ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვარებლად ქცევის გარკვეულ სტრატეგიებს მიმართავენ. ფსიქოლოგიაში ეს პროცესი დაძლევის სახელითაა ცნობილი. სოციალურ ფსიქოლოგიაში დაძლევა გვხვდება კრიზისული სიტუაციების, სტრესის, ყოველდღიური გამღიზიანებელების ან ზოგადად პრობლემის დაძლევის კონტექსტში.

დაძლევის ცნების ასახსნელად უამრავი თეორიული კონსტრუქტი არსებობს. მკვლევარების მიერ გამოყოფილია მრავალი და განსხვავებული დაძლევის ტიპი, თუმცა ისინი შესაძლოა გავიაზროთ რ. ლაზარუსის მიერ გამოყოფილი ორი ფუნქციის მიხედვით - დაძლევის სტრატეგია მიმართული პრობლემაზე ან ემოციაზე.

ჩვენი კვლევის მიზანია გაირკვეს კონფლიქტურობის სხვადასხვა დონეზე კოგნიტური დისონანსის ზემოქმედება დაძლევის სტრატეგიათა არჩევანზე.

კვლევის თეორიულ კონსტრუქტს წამოადგენს შემდეგი დებულება: კონკრეტული სტრესული სიტუაციის გადალახვისათვის ინდივიდი ირჩევს ქცევის სტრატეგიას. არჩეული სტრატეგიის ტიპი დამოკიდებულია როგორც ინდივიდის ემოციაზე, რომელიც სტრესის შედეგად ყალიბდება, აგრეთვე ინდივიდის კოგნიტურ მიმართებაზე სტრესთან. ეს ორი პროცესი საბლოოდ აქტიურ (პირდაპირი გზით გადაჭრა, დაუყოვნებელი მოქმედება, დახმარების ძიება) ან პასიურ (არიდება, პრობლემის გადადება, რელაქსაცია) ქცევაში რეალიზდება.

დაძლევის სტრატეგიის არჩევანი არის პროცესი რომელიც აერთიანებს ინდივიდის სტრესთან დაკავშირებულ ემოციური მიმართებას და კოგნიტური პროცესებს რომლებიც ქცევაში აისახება.

თუ დაძლევის სტრატეგიის არჩევანი კოგნიტური კონსტრუქტების გავლენის შედეგიცაა, შესაძლოა, რომ დაძლევის სტრატეგიათა არჩევანი კოგნიტური დისონანსის ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილებოდეს.

ადამიანები ხშირად კონკრეტულ პრობლემას არასწორი სტარტეგიის არჩევის გამო ვერ აგვარებენ. განსხვავებული ტიპის პრობლემების წარმატებულად მოგვარება შესაბამისად გულისხმობს ინდივიდის მიერ სხვადასხვა დაძლევის სტრატეგიათა ფლობის და განხორციელების უნარს. არ არსებობს დაძლევის უნივერსალური და ერთადერთი სტილი რომელიც ყველა ტიპის პრობლემას და კრიზისს წარმატებით მოაგვარებს. ადამიანები პრობლემის გადაჭრისას ძირითადად წინააღმდეგობას და სირთულეს აწყდებიან მხოლოდ ერთი ტიპის სტრატეგიის ფლობის გამო. პრობლემის დაძლევის სტრატეგიების ცვლილების შესაძლებლობათა კვლევა აქტუალურ ხასიათს იღებს ადეკვატური ქცევის განხორციელების კონტექსტში.

...

 

ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი