ფსიქოლოგია

ლ. ქურხული

ბავშვებზე ძალადობის ფორმები, აგრესია და მათი პროფილაქტიკა

აგრესია არის ემოციის შედეგად გამოწვეული ქცევის ფორმა სხვა ადამიანებისათვის რაიმე ზიანის (ფიზიკური, სულიერი, საზოგადოებრივი, მატერიალური და ა.შ.) მისაყენებლად საამისო ფსიქო-სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა მიზეზით ან ამის გარეშე.

აგრესიული ქცევის ფორმები იცვლება ასაკის მიხედვით. 2-3 წლის ასაკის ბავშვებში, რომელთა ჩვევები ჩამოყალიბების პროცესშია - უკვე შეიმჩნევა აგრესიული გამოვლინებები. ისინი ხშირად კინკლაობენ, ჩხუბობენ ჩვეულებრივი სათამაშოების ან სხვა რაიმე მიმზიდველი საგნებისათვის (ინსტრუმენტალური აგრესია). სკოლამდელთა აგრესიულობის ქცევების გამოხატვის ფორმებია: ხელისა და ფეხის დარტყმა, კბენა, სათამაშოს ძალით წართმევა. ინსტრუმენტალური აგრესიის შემთხვევაში ბავშვი აგრესიას იშველიებს კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მაგ., ბავშვი ხელს ჰკრავს თანატოლს, რათა პირველმა მიიღოს საუზმე, ართმევს სათამაშოს იმისათვის, რომ მასაც ის მოსწონს. სპორტული, თუ სხვა რაიმე თამაშისას წაგებული ბავშვი აგრესიას გამოხატავს გამარჯვებულის მიმართ და ურტყამს (რეაქტიული აგრესია და სხვა). აგრესიული ქცევის სიხშირე პიკს აღწევს 4 წლის ბავშვებში. უმცროსი სასკოლო ასაკის მოახლოვებასთან ერთად ინსტრუმენტალური აგრესიის სიხშირე ქვეითდება და უფროს სკოლამდელ და სასკოლო ასაკში ყალიბდება სიტყვიერი, ვერბალური აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის ფორმები ასაკთან ერთად იცვლება, 2 წლის აგრესიული ბავშვები ხშირ შემთხვევაში აგრესიულად გვევლინებიან 5-6 წლის ასაკშიც.

უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჯგუფებში ბიჭები უფრო ხშირად ახდენენ როგორც ვერბალური, ასევე ფიზიკური აგრესიის პროვოცირებას და, უფრო მეტი, მიდრეკილება აქვთ, აგრესიას - აგრესიით უპასუხონ.

...

 

საქართველოს განათლების სამინისტრო
სარჩევი