ინფორმატიკა

მ. ზაქარიაშვილი

ფუნქციათა გრაფიკების კომპიუტერული მოდელირების გამოყენება საბუნებისმეტყველო ამოცანების ამოხსნისას

საბუნებისმეტყველო ამოცანები ხშირად დაიყვანება რთულ ალგებრულ ან ტრანსცენდენტულ განტოლებებზე, რომელთა ამოხსნა ანალიზური ხერხებით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გრაფიკულ ხერხს. მართალია შედეგი მიახლოებითია და გრაფიკული ხერხი არ იძლევა მათემატიკური აპარატის გამოყენების საშუალებას ფუნქციის დეტალური კვლევისათვის, მაგრამ ასეთი ამოცანებისათვის ხშირად ამოხსნის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ცხადია, ამოცანების ამოხსნის შედეგების საიმედოობა განპირობებულია აგების სიზუსტით, რაც გრაფიკების აგების ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას ნაკლებად მოსალოდნელია. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება. დღეისათვის არსებული კომპიუტერული პროგრამები (Mat LAB, Derive, Mathematica, Maple V, Advanced Grapher, Auto Cad, Solid Modelling და სხვ.) საშუალებას გვაძლევს ადვილად შევასრულოთ ის, რაც ძნელი შესასრულებელია ჩვეულებრივი მეთოდებით. აღნიშნულ პროგრამათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია MathCAD-ის კლასის პროგრამულ პაკეტებს. (CAD – Computer Aided Design). წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ MathCAD 2001 Professional-ის გრაფიკული შესაძლებლობების გამოყენებას საბუნებისმეტყველო ამოცანების ამოხსნისას დეკარტეს ორგანზომილებიან სიბრტყეზე.გავეცნოთ MathCAD ის გრაფიკულ შესაძლებლობებს ორგანზომილებიან დეკარტეს სიბრტყეზე.

...

 

ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი