ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

თ. ჯაფარიძე.

ინგლისის მიერ ეგვიპტის ოკუპაციის ისტორიიდან

დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ ეგვიპტის დაკაბალების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა მის ტერიტორიაზე სუეცის არხის მშენებლობის შემდეგ. 1869 წელს არხმა უმოკლესი საზღვაო გზით დააკავშირა ევროპა ინდოეთის ოკეანესთან და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამავდროულად გაიზარდა ინგლისის სტრატეგიული ინტერესები ამ რეგიონში რაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის მუდმივი დაპირისპირების მიზეზად იქცა. საფრანგეთს ასევე გააჩნდა საკუთარი ინტერესები ეგვიპტეში, თუმცა მას შემდეგ რაც 1875 წელს ბენჯამენ დიზრაელიმ შეისყიდა სუეცის არხის კომპანიის აქციების ეგვიპტის წილი, ინგლისის ფინანსური წრეების გავლენა ეგვიპტეზე კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში უზარმაზარი საგარეო დავალიანების მქონე ეგვიპტე ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. 1876 წლის 4 აპრილს, კვლავ ინგლისელთა ზეწოლით ეგვიპტის მმართველმა ხედივმა ისმაილმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეგვიპტის საკითხის გადასაწყვეტად კრედიტორი-სახელმწიფოების იდეით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გამოეკვლია ეგვიპტის ფინანსები და გადაეწყვიტა საგარეო ვალების დაფარვის საკითხი. ამ კომისიის გადაწყვეტილებით გაკოტრებული ეგვიპტე ორმაგი ფინანსური კონტროლის ქვეშ მოექცა. ასე დაიწყო ინგლის-საფრანგეთის პირველი ფინანსური კონტროლის ხანა.

...

 

გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
სარჩევი