ლოგიკა არისტოტელესთან მეცნიერებათა "ინსტრუმენტი" ანუ "ორგანონია", რადგან ყოველი მეცნიერება რაიმეს დასაბუთებაა გამომწვევ მიზეზთა საფუძველზე, ხოლო ლოგიკა დასკვანა-დასაბუთების, გამომდინარეობისა და სწორი აზროვნების ფორმებს იკვლევს.
პეტრიწს სურს, ლოგიკური კანონების დახმარებით დაასაბუთოს ერთის, როგორც პირველი საწყისის რეალობა. გარდა ამისა, მისი მიზანია, ერთისა და სიმრავლის ურთიერთმინართების გარკვევაც. ეს არის საკითხი ჩვენი სინამდვილის, ჩვენი გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვნების ახსნის შესახებ.
ჩვენს ნაშრომში ნაჩვენებია პეტრიწის მიერ სწორედ იმ ლოგიკური კანონებისა თუ წესების გამოყენება თავისი მიზნის მისაღწევად, რასაც გვთავაზობს არისტოტელე ანუ უფრო კონკრეტულად, დაკვნა-დასაბუთებისა თუ გამომდინარეობის ფორმებით ონტოლოგიურის გამართლება.