ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

პ. გერგაია

ანარქიზმი - არსი და ძირითადი მიმდინარეობები

მემარცხენე პოლიტიკური და ეკონომიური ლიბერალიზმის სოციალური ფილოსოფია – ანარქიზმი, სათავეს იღებს ინდივიდუალისტური იდეოლოგიური მსოფლმხედველობიდან და გამოდის, პიროვნების აბსოლუტური თავისუფლების ლოზუნგით. იგი ერთიან თეორიად ყალიბდება XVIII საუკუნეში, ხოლო XIX ს. 40-იანი წლებიდან ევროპაში უკვე წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმდინარეობას.

ანარქიზმი, როგორც სოციალური თეორია, მრავალფეროვანია. მასში წარმოდგენილია ისეთი ტრადიციული მიმდინარეობანი, როგორიცაა ანარქო-კომუნიზმი, ანარქო-სინდიკალიზმი, ანარქო-ინდივიდუალიზმი, ქრისტიანული, ანუ რელიგიური ანარქიზმი. 60-იანი წლებიდან ჩნდება ახალი მიმდინარეობები, კონკრეტულად - დოქტრინული ანარქიზმი, კომპრომისული ანარქიზმი, აბსოლუტურ-ტერორისტული ანარქიზმი, ანუ ანარქო-ტერორიზმი, ანარქო-მარქსიზმი, ანარქო-სპონტი, ანუ "სპონტანური სოციალიზმი", ანარტო-პაციფიზმი, ანარქო-ფემინიზმი და სხვ.

ყველა ეს ანარქისტული მიმდინარეობა მოითხოვს სახელმწიფოს მოსპობას და არასახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი თვითმმართველობის დამყარებას.

საქართველოში ანარქიზმის გავრცელება მიეწერება XIX საუკუნის 90-იან წლებს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართული ანარქიზმის საზოგადოებრივი ფორმირების პროცესი და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბება.

 

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი
სარჩევი