ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

შ. რამიშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი და საბჭოთა რუსეთი
(1918 – 1919 წწ.)

ნაშრომში განხილულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულების საკითხი 1918-1919 წლებში.

ნაშრომში ხაზგასმულია, რომ უცხოეთში სახელმწიფოების მხრივ საქართველოს დე იურედ ცნობის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხის მოგვარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას უდაოდ საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულების განსაზღვრა იძენდა.

საბჭოთა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მიზნით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პირველი წარმომადგენლობა სწორედ რუსეთში შექმნა.

ნაშრომში ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ 1918-1919 წლებში არათუ არ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ არც სახალხო კომისართა საბჭომ, არც ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და არც მმართველმა. ბოლშევიკურმა პარტიამ ერთხელაც კი არ განიხილეს ეს საკითხი. უფრო მეტიც, საბჭოთა რუსეთი საქართველოში შექმნილი მეხუთე კოლონის – შავრაზმული ორგანიზაციის "ამიერკავკასიის რუსთა ეროვნული საბჭოს" და ამიერკავკასიის დიდ ქალაქებში მოქმედი მისი ფილიალების – "რუსთა ეროვნული მმართველობების" მოღვაწეობით ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწოდა თვით დამოუკიდებელ საქართველოშიც კი.

საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ რუსეთის მხრივ დაკავებულ ნეგატიურ პოზიციას ისიც განაპირობებდა, რომ ამ პერიოდში ბოლშევიკებს, ერთის მხრივ გეზი ჰქონდათ აღებული მსოფლიო რევოლუციისაკენ და ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ განიხილავდნენ როგორც რუსეთის რევოლუციური ძალების დასუსტებას და კონტრრევოლუციის წისქვილზე წყლის დასხმას. ნაშრომში ფაქტობრივი მასალის გამოყენებით ნაჩვენებია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე საბჭოთა რუსეთის ოფიციალურ პირთა ნეგატიური დამოკიდებულება ადექვატურად აისახებოდა პრესის ფურცლებზე, რასაც შესაფერის პასუხს სცემდა საქართველოს რესპუბლიკური პრესა.

 

ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი